ჩავუშოღლუ: „თურქეთი სუდანელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს“

ჩავუშოღლუ: „თურქეთი სუდანელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს“

1254100
ჩავუშოღლუ: „თურქეთი სუდანელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს“

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი მოძმე სუდანის და სუდანელი ხალხის გვერდში დგომას როგორც წარსულში ასევე მომავალშიც გააგრძელებს. ჩავუშოღლუმ,  სუდანში გარდამავალი მთავრობის შეთანხმების ცერემონიას დაესწრო რის შემდეგაც   დედაქალაქ ხარტუმში პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დავალებით ვესწრები ამ ცერემონიას. თურქეთი, სუდანის და სუდანელი ხალხის გვერდში იდგა და ასე გააგრძელებს მომავალშიც. ჩვენ ყოველთვის გვქონდა კავშირი ამ გარდამავალ პერიოდშიც ჩვენს სუდანელ ძმებთან და მათ ვეუბნებოდით, რომ  პრობლემის მხოლოდ მოლაპარაკების გზით აღმოფხვრაა აუცილებელი. ჩემი აქ ვიზიტის დროს ორმხრივი ურთიერთობების შესახებაც ვისაუბრეთ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ამ ქვეყანაში განათლების და სხვა მრავალ სფეროში მრავალი ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული.  ასევე თურქეთსა და სუდანს შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში მიღწეული შეთანხმებები ჩვენი ქვეყნების სამომავლო ურთიერთობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. აქ შეხვედრები მქონდა ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ლიბიის და სხვა საერთაშორისო საკითხები განვიხილეთ.“



მსგავსი ინფორმაციები