ერდოღანმა  მე-11 ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა  მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით ოპერაციის დაწყება კიდევ ერთხელ დაანონსა

1248821
ერდოღანმა  მე-11 ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ მიერ სირიაში განხორციელებული  „ევფრატის ფარი“-ს  და „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციები მალე სხვა ეტაპზე გადავა. პრეზიდენტი ერდოღანი ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მე-11 ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და  მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.  „საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამოყენებით, რბილი ძალაუფლების ელემენტების გამოყენებით, დიპლომატიური იძულებითი ინსტრუმენტების გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში  ძალის გამოყენებით, ჩვენი ქვეყნის  ეროვნულ ინტერესებს აუცილებლად დავიცავთ. სირიაში ჩვენს მიერ დაწყებული „ევფრატის ფარი“-ს  და ზეთისხილის რტო“-ს ოპერაცია ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს ხანებში სხვა ეტაპზე გადავა,“ განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ თურქეთი, როგორც   NATO-ს წევრი და ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე, მისგან  მოკავშირეობის სულისკვეთების შესაბამისად მოქმედებას ელის. იგი,  S-400-ბის საკითხსაც შეეხო და დასძინა, რომ S-400-ები ნატოს და F-35-ებს არანაირ ზიანს არ აყენებს რა, ისინი S-400-ების რუსეთიდან შესყიდვას, თვით ე.წ. მოკავშირეებმა აიძულეს. ერდოღანმა ამერიკისგან  ასევე ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს ლიდერის ექსტრადაცია,  PKK/YPG-სადმი მხარდაჭერის შეწყვეტა და  ამისათვის ვაშინგტონისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა.  იგი თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსაც შეეხო და დაამატა: „თუ ევროკავშირს გლობალური მოთამაშის როლის შეთავსება სურს, უპირატესობა თურქეთს უნდა მიანიჭოს.“ პრეზიდენტი PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლასაც შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყის ტერიტორიის სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია,  PKK-ს წევრებისგან გასათავისუფლებლად მტკიცე გადაწყვეტილება აქვთ მიღებული.  პრეზიდენტი  ბოლოს პალესტინის  საკითხსაც შეეხო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 1967 წელში დადგენილი საზღვრების ფარგლებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება გარდაუვალია.



მსგავსი ინფორმაციები