ერდოღანმა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანი აშშ-ს პასუხობს

1243106
ერდოღანმა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში ტერორის კორიდორის შექმნის ნებას არავის მისცემენ. მან ამის შესახებ ანკარაში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. „გასულ კვირას ერბილში ჩვენი საკონსულოს პერსონალზე განხორციელებული თავდასხმა, ყველასათვის ნათელია, თუ რაოდენ სწორი გადაწყვეტილება იყო 27 მაისს,  ჩრდილოეთ ერაყში, სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია,  PKK-ს წინააღმდეგ დაწყებული „კლანჭი“ სახელწოდების ოპერაცია. ამ ოპერაციით ჩვენი მიზანია, საზღვრის გასწვრივ ტერიტორიების  ტერორისტებისგან  გაწმენდა და უსაფრთხო გარემოს  შექმნა. როგორც მოგეხსენებათ, აშშ-სთან სირიაში ბუფერული ზონის საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს მოლაპარაკებები, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით ტერორის კორიდორის შექმნას არ დავუშვებთ,“ განაცხადა ერდიღანმა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთიდან შესყიდული  S-400-ების  და ამერიკულ F-35-ის შესახებაც ისაუბრა და დაამატა: „თუკი ამერიკის შეერთებული შტატები F-35 ტიპის თვითმფრინავების მიყიდვაზე უარს იტყვის, ჩვენ საბრძოლო თვითმფრინავების მისაღებად სხვა გზას გამოვნახავთ, როგორც S-400-ების საკითხში მოხდა.“



მსგავსი ინფორმაციები