თურქეთი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში ახალი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება?!

თურქეთი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში ახალი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება?!

1242538
თურქეთი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში ახალი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება?!

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა,   აშშ-ს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ დღეს, შტაბბინაში სამხედრო მაღალჩინოსნებთან  გამართა შეხვედრა, რომელზეც მთავარი განსახილველი თემა,  სირიაში,  მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით  ტერორისტების სამიზნეების მიმართ შესაძლო ოპერაცია განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ აქარმა განაცხადა: „ამერიკის დელეგაციას, ჩვენი ყველა შეთავაზება გავაცანით და ვუთხარით, რომ დაუყონებლივ განეხილათ საკითხი და ჩვენთვისაც  პასუხი დროული მოეცათ. ასევე მტკიცედ განვუცხადეთ, რომ დროის გაწელვის ლოდინს არ დაველოდებით და თუ საჭირო გახდება ოპერაციის დაწყების ინიციატივასაც გამოვიყენებთ.“ შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში  ანკარას ამერიკული დელეგაცია სტუმრობდა, რომელსაც  შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში ჯეიმს ჯეფრი ხელმძღვანელობდა. ჯეიმს ჯეფრიმ ანკარაში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარსაც  შეხვდა.



მსგავსი ინფორმაციები