„ვეტერანი მეჯლისი იმ ღამეს“  წიგნი 9 ენაზე გამოიცა

„ვეტერანი მეჯლისი იმ ღამეს“  წიგნი 9 ენაზე გამოიცა

1235507
„ვეტერანი მეჯლისი იმ ღამეს“  წიგნი 9 ენაზე გამოიცა

ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს მიერ   2016 წლის 15 ივლისს  განხორციელებული გადატრიალების მცდელობის ღამის დეტალურად აღმწერი წიგნი სახელწოდებით,  „ვეტერანი მეჯლისი იმ ღამეს“,  9 ენაზე დაიბეჭდა. წიგნი, იმ პერიოდის სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) დეპუტატმა, ნეჯდეთ უნუვარმა დაწერა. წიგნში,  იმ ღამდეს თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში მყოფი პარლამენტარების ინტერვიუები და სურათებიც არის აღბეჭდილი. აღნიშნული წიგნი, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტომ (TİKA), თურქულის გარდა ინგლისურ, არაბულ, ალბანურ, გერმანულ, ბოსნიურ, ფრანგულ, ესპანურ და რუსულ ენებზეც დაბეჭდა.  ნეჯდეთ უნვერმა წიგნის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „TİKA-ს მხრიდან სხვადასხვა ენებზე დაბეჭდილ წიგნი, 2016 წლის 15 ივლისი მოვლენების გმირთაგან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწოდებით არის დაწყებული და მასში იმ ღამეს დიდ ეროვნულ მეჯლისში მომხდი მოვლენები დეტალურად არის აღწერილი.  მკითხველს მისი წაკითხვა 9 ენაზე შეუძლია. აღნიშნული წიგნი, თურქეთში სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებსაც გადაეცა.“



მსგავსი ინფორმაციები