ერდოღანმა სტამბოლში ფაიზ მუსტაფა  ეს-სერრაჯი მიიღო

ერდოღანმა სტამბოლში ფაიზ მუსტაფა  ეს-სერრაჯი მიიღო

1231135
ერდოღანმა სტამბოლში ფაიზ მუსტაფა  ეს-სერრაჯი მიიღო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა,  ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის საპრეზიდენტო საბჭოს თავჯდომარე ფაიზ მუსტაფა  ეს-სერრაჯი მიიღო. პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-ფაიზ ეს სერრაჯის შეხვედრა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა.  შეხვედრაზე, თურქეთ-ლიბიის ურთიერთობები, ლიბიაში არსებული ბოლო მდგომარეობა  და რეგიონალური საკითხები იქნა განხილული. პრეზიდენტმა ერდოღანმა, ლიბიის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული მთავრობის მხარდაჭერა გამოხატა და ხალიფა ჰაფთარის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმები დაგმო. თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ მათი რწმენით, ლიბიაში მშვიდობა და სტაბილურობა ფაიზ მუსტაფა  ეს-სერრაჯის ლიდერობით ჩამოყალიბებული  მთავრობით  იქნება  მიღწეული.



მსგავსი ინფორმაციები