რატომ ყიდულობს თურქეთი S-400-ებს?

რატომ ყიდულობს თურქეთი S-400-ებს?

1218814
რატომ ყიდულობს თურქეთი S-400-ებს?

 

თურქეთის ხელისუფლება S-400-ის საკითხზე ზეწოლებს არ დაემორჩილება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 2019 წლის 12 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „თურქეთი,    „S-400“-ის საჰაერო თავდაცვის სიტემას კი არ ყიდულობს, არამედ უკვე იყიდა. ჩვენ ეს საკითხი დავასრულეთ. ჩვენ „S-400“-ები არა მხოლოდ ხელმისაწვდომ ფასად ვიყიდეთ, არამედ ერთობლივ წარმოებაზეც შევთანხმდით და ამაზე უარს არასოდეს  ვიტყვით.  სირიის კრიზისი S-400-ების  და F-35-ბისგან განსხვავებულად უნდა იქნას განხილული. სისტემის თურქეთზე გადმოცემა მომავალ თვეში დაიწყება.“ ამით ერდოღანმა  საკითხთან დაკავშირებით თურქეთის მტკიცე პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.  იმავე დღეს,  რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა  თურქეთის რესპუბლიკაში, ალექსეი იერხოვმა რუსეთში მთავარი სახელმწიფო დღესასწაულ „რუსეთის დღე“-სთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ რუსეთის პოზიცია S-400-ებთან დაკავშირებით არ შეიცვლება. რუსეთის და თურქეთის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ასევე იმაზე მიუთითებს, რომ მიუხედავად აშშ-ს და ნატოს მოხრიდან განხორციელებული ზეწოლებისა, ორივე ქვეყანა პოზიციას არ იცვლის. S-400-ების პირველი ეტაპის თურქეთზე გადმოცემა, ივლისის თვიდან დაიწყება. რუსეთ-თურქეთს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, S-400-ები მხოლოდ თურქეთის კონტროლირებად ტერიტორიებზე უნდა იქნას გამოყენებული.  მხარეებს შორის გაფორმებული ეს მემორანდუმი იმაზე მიუთითებს, რომ თურქეთს სისტემის ყიდვა, ხოლო ამის პარალელურად სხვა, მესამე ქვეყანაზე მიყიდვა არ შეეძლება. მაგრამ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ, აშშ-თურქეთს შორის კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, სისტემის ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკაში საკუთარ სამხედრო ბაზაზე განთავსების უფლებაც ექნება.

თურქეთიS-400-ებს თავდაცვის მიზნით ყიდულობს.

თურქეთს  საჰაერო თავდაცვის სისტემა, მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი არ სჭირდება, არამედ ბოლო 10 წელია რაც მის შეძენაზე მუშაობს. აქ ლოგიკური კითხვა შეიძლება დაისვას, კი მაგრამ  თურქეთის მხრიდან S-400-ის თავდაცვის სიტემის შესყიდვის  აუცილებლობა რამ გამოიწვია? მართალია, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ამიტომ მოკავშირე აშშ-ს მისგან, პატრიოტის ტიპის რაკეტების შესყიდვის ინიციატივა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო და სწორედ ამან გამოიწვია, ალტერნატიული ბაზრის ძიება. რუსეთმა კი, თურქეთის შეთავაზება დადებითად შეაფასა და  S-400-ების მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. სამწუხარო აქ ისაა, რომ S-400-ების სამხედრო თემიდან გავიდა და აშშ-ს მხრიდან ერთგვარ პოლიტიკურ საკითხად იქნა გადაქცეული. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ყველა პლატფორმაზე ღიად აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი, რუსეთისგან S-400 ტიპის საზენიტო კომპლექსს შეიძენს, ანკარას  სანქციებს დაუწესებს. ბოლოს კი აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ  ჰულუსი აქარს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც იგი რუსეთთან S-400-ების საკითხთან დაკავშრებით გაფორმებული მემორანდუმის გაუქმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგიც სანქციებით დაიმუქრა. აშშ-ის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება კი არც მოკავშირეობის და არც დიპლომატიურ სულისკვეთებას არ შეესაბამება. თურქეთი S-400-ებს, როგორც თავდასხმით იარაღს ისე ყიდულობს, რამეთუ ყველამ კარგად იცის, S-400-ები საჰაერო თავდაცვის სისტემაა. ქვეყანა, რომელიც თურქეთზე თავდასხმას არ გეგმავს, რატომ უნდა წუხდებოდეს ამ საკითხით? აშშ-ი აცხადებს, რომ S-400-ები ავიაგამანადგურებელ F-35-ის სისტემაში შეაღწევს და აქედან გამომდინარე ნატოს სისტემას არ შეესაბამება. თურქეთი კი ამ საკითხზე ვაშინგტონს საერთო კომისიის შექმნას სთავაზობს, რასაც იგი არ თანხმდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი თეზისი მცდარია. 

აშშ, ტერ ორგანიზაციებთან კავშირით თურქეთთან მოკავშირეობის პოლიტიკის იგნორირებას ახდენს

აშშ-ის კონგრესში გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომ „ამერიკის მტრების მიმართ სანქციების დაწესების კანონი“ (CAATSA), თურქეთის მიმართ აამოქმედოს, ამით არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მსოფლიო დაზარალდება. მათ შორის ნატოც, ევროპაც, შავიზღვისპირეთიც, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიც, ბალკანეთიც, ახლო აღმოსავლეთიც და სხვებიც დაზარალდებიან. აღნიშნულ რეგიონებში, თურქეთის გარეშე გატარებული  ყოველგვარი პოლიტიკა    წარუმატებელი იქნება.

რუსული რაკეტების საკითხში აშშ-ი,  თურქეთს მოკავშირეობის კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. მაგრამ, ამ მოკავშირე ამერიკას რატომღაც ავიწყდება, რომ წლებია რაც თურქეთი მისგან პატრიოტის საჰაერო სისტემას ითხოვს, მაგრამ, ყოველთვის უარს იღებს. გარდა ამისა, ამერიკა იფარავს და თურქეთში ექსტრადირებას არ უკეთებს 2016 წლის 15 ივლისი სამხედრო პუტჩის მცდელობის ორგანიზატორ ფეტოელებსაც და ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წევრებსაც, რომლებიც ამ ქვეყანაში ლაღად ცხოვრებას აგრძელებენ

აშშ ემუქრება მთელს მსოფლიოს და ამით საერთაშორისო კანონმდებლობის იგნორირებას ახდენს

ამერიკის შეერთებულ შტატები, ალიანსის კანონმდებლობას მხოლოდ მაშინ აყენებს დღის წესრიგში, როდესაც საქმე მის საკუთარ ინტერესებს ეხება. ასეა მაგალითად, როცა გერმანიას აძალებს, რომ გამოვიდეს ჩრდილოეთ ნაკადი-2 გაზსადენის პროექტიდან, ევროკავშირს უკრძალავს საკუთარი არმიის შექმნას, ზეწოლას ახდენს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაზე და სანქციებით ემუქრება მის წევრ ქვეყნებს და აი ამ დროს, რატომღაც ავიწყდება ალიანსის კანონმდებლობაც და სულისკვეთებაც. ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მდებარეობს და ამიტომ მუდმივად საჭიროებს საჰაერო თავდაცვის სისტემას, რითაც არ უზრუნველყოფს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და ამიტომ ანკარა იძულებულია, რომ იტყვიან, თვით მიხედოს საკუთარ თავდაცვას. ამას კი არ ეგუება ამერიკა და რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის, ჩინეთის და ვენესუელის შემდეგ სანქციებით ემუქრება თურქეთსაც. თუ ევროპის ქვეყნები, ამერიკის ამ აღვირახსნილობაზე თვალს დახუჭავენ და ხმას არ ამოიღებენ, მაშინ,  თურქეთი შეიძლება საფრთხის პირისპირ დადგეს, რაც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მთელი ევროპის უსაფრთხოებაზეც

თურქეთმა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანმა ნატო-ს წევრმა, შეასრულა პარტნიორობით ნაკისრი ყველა ვალდებულება

აშშ-იც და ევროპაც უნდა დარწმუნდნენ, რომ რუსულ რაკეტებს თურქეთი, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ქვეყნებით გარშემორტყმული და ყოველ წუთს საფრთხის მომცველი ქვეყნებისგან თავის დასაცავად ყიდულობს. თურქი ჯარისკაცები წლების განმავლობაში პირნათლად იხდიან სამოკავშირეო ვალდებულებას კოსოვოში, ავღანეთში, ბოსნიაში და ა.შ. ასე რომ შეიძლება ითქვას, თურქეთი ნატო-ში, ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ქვეყანას წარმოადგენს. მაგრამ, თუ აშშ-ს სურს თურქეთის იზოლირება, ამას ვერ შესძლებს და მის მიმართ დიდი უარყოფითი რეაქცია მოხდება თურქულ საზოგადოებაში. ანკარა კი ამერიკის მაგივრად სხვა ალტერნატივებს მოიძიებს და დაუახლოვდება ევრაზიის დიდ ქვეყნებს, რუსეთს და ჩინეთს და ასე დააკმაყოფილებს თავის ეკონომიკურ თუ სამხედრო მოთხოვნილებებს, წერს რუსეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი სალიჰ ილმაზი



მსგავსი ინფორმაციები