თურქეთში ლურჯ დროშიანი პლაჟების რაოდენობა გაიზარდა

მიმდინარე წელს ლურჯი დროშის მფლობელ პლაჟებს სტამბოლის,  შილეს რაიონის სანაპიროც შეემატა

1203935
თურქეთში ლურჯ დროშიანი პლაჟების რაოდენობა გაიზარდა

საერთაშორისო გარემოსდაცვითი ფონდის  (EFF) მიერ ყოველწლიურად საცურაო სეზონის დაწყებამდე გამოქვეყნებული ანგარიში მიმდინარე წელსაც  ტურისტული სეზონის დაწყებამდის გამოქვეყნდა. მიმდინარე წელს, „ლურჯი დროშა“ მსოფლიოს მასშტაბით 463 პლაჟზე აღიმართება. თურქეთი, ლურჯი დროშის პლაჟის მფლობელობით მსოფლიოს მასშტაბით,  ესპანეთის და საბერძნეთის შემდეგ მესამე ადგილზეა. თურქეთში ყველაზე მეტი ლურჯი დროშის პლაჟებით ანტალია გამოირჩევა. ანტალიას 202 ლურჯი დროშის პლაჟი გააჩნია. საერთაშორისო გარემოსდაცვითი ფონდი, (EFF) ყოველწლიურად ლურჯი დროშით აჯილდოებს იმ ქვეყნების პლაჟებს, რომლებიც სისუფთავით, გარემოს და  ბუნების დაცვითი კრიტერიუმებით, საერთაშორისო სტანდარტებით, მაღალი მომსახურებით და სხვა პარამეტრებით აკმაყოფილებენ. მიმდინარე წელს ლურჯი დროშის მფლობელ პლაჟებს სტამბოლის,  შილეს რაიონის სანაპიროც შეემატა.



მსგავსი ინფორმაციები