მევლუთ ჩავუშოღლუ მიგელ დიას-კანელის შეხვდა
ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით კუბაში იმყოფება
ოფიციალური ვიზიტით კუბაში მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ამ ქვეყნის პრეზიდენტ, მიგელ დიას-კანელის შეხვდა. დედაქალაქ ჰავანაში გამართული შეხვედრის შესახებ თურქმა დიპლომატმა სოციალური ქსელის მეშვეობით კუბისადმი ცალმხრივად დაწესებული სანქციები ამ სიტყვებით გააკრიტიკა: „ცალმხრივი სანქციების წინააღმდეგი ვართ. კუბის მიმართ დაწესებული სანქციების დასასრულებლად, გაეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას გავაგრძელებთ.“ ჩავუშოღლუ-დიას-კანელის შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების ჩათვლით, ვენესუელის და სხვა რეგიონალური საკუთხეები იქნა განხილული. მევლუთ ჩავუშოღლუმ კუბაში ვიზიტის ფარგლებში თავოს კოლეგა, ბრუნო როდრიგეს პარილასაც შეხვდა. თურქეთ-კუბას შორის სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, ტურიზმის და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობა იზრდება. ჩავუშოღლუმ და მისმა კუბელმა კოლეგამ შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.