ჩავუშოღლუ ალანიელებს შეხვდა

“დასავლელები სხვის თვალში ბეწვს ხედავენ, საკუთარ თვალებში დირეს ვერ ამჩნევენ“

1199568
ჩავუშოღლუ ალანიელებს შეხვდა

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ყველაფერი მსოფლიოში სწრაფად იცვლება და ვითარდება, როცა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა ევროკავშირი, გაერო და ევროსაბჭო, ამ ცვლილებებს ფეხს ვერ უწყობენ და უკან ჩამორჩებიან.

ეს განცხადება თურქმა დიპლომატმა ანტალიის მახლობელ ალანიის მოსახლეობასთან გამართულ იფთარზე გაავრცელა და ხაზი გაუსვა, რომ დადგა დრო, რათა ხსენებულმა ორგანიზაციებმა სტრუქტურული ცვლილებები გააკეთონ და ფეხი აუწყონ თანამედროვეობას.

"მსოფლიოში მრავალი ისეთი ქვეყანაა, რომლებიც ყოველთვის სხვებს აკრიტიკებენ და რომ იტყვიან სხვის თვალში ბეწვს ხედავენ, მაგრამ, როცა მათზე მიდგება საქმე, მათ ეს არ მოსწონთ და საკუთარ თვალებში დირეს ვერ ამჩნევენ. ამას კი უნდა შეეგუონ, რადგან, ეკონომიკაში შეიძლება არსებობდეს განსხვავებულობანი, მაგრამ, საერთაშორისო საკითხებში კი ყველანი თანაბარნი არიან“, ხაზგასმით აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

იგი თურქეთში ტურიზმის სფეროს სწრაფ განვითარებასაც შეეხო და თქვა, რომ თურქეთში ტურიზმის სფერო დღითი დღე ვითარდება და იზრდება რა, მის ფარგლებში 2023 წლისათვის, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის შექმნის მე-100 წლისთავისათვის ტურიზმის სამიზნე 50 მილიონი ტურისტი და 50 მილიონი დოლარის მოგებაა, თუმცა აპირებენ ამ ციფრების გადახედვას და მის აყვანას 70 მილიონ ტურისტამდე და 70 მილიარდ დოლარამდე



მსგავსი ინფორმაციები