ლონდონში PKK-ს მომხრეები TRT World-ის ოფისს დაესხნენ

ლონდონში PKK-ს მომხრეები TRT World-ის ოფისს დაესხნენ

1189476
ლონდონში PKK-ს მომხრეები TRT World-ის ოფისს დაესხნენ

სეპარატისტული ტელ ორგანიზაცია,  PKK-ს მომხრეები ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზია TRT World-ის ოფისს დაესხნენ თავს. დაახლოებით 50 კაციანმა ჯგუფმა TRT World-ის ოფისში PKK-ს ტერორისტების ლიდერის, აბდულა ოჯალანის პლაკატით და ეგრეთწოდებული თავიანთი დროშებით შეიჭრნენ. მომხდარის შემდეგ ადგილზე მისულმა ინგლისის სამართალდამცველებმა ტერორისტები ოფისიდან გაიყვანეს. ამ ფაქტის შედეგად TRT-ს პერსონალს და ოფისს არანაირი ზარალი არ მიუღია. ტერ ორგანიზაცია,  PKK-ს მომხრეები მსგავს ქმედებებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ხშირად  ახორციელებენ. ისინი ხშირად ესხმიან თურქი ბიზნესმენების ოფისებს და მეჩეთებს. მიუხედავად იმისა, რომ PKK ინგლისს ტერ ორგანიზაციის სიაში ჰყავს შეყვანილი, სამართალდამცველები მათი მხარდამჭერების მიმართ ძირითადად ტოლერანტობით გამოირჩევიან. ინგლისის კანონმდებლობის მიხედვით ტერ ორგანიზაციის ლიდერების პლაკატების ტარება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორეს მხრივ,  ლონდონში TRT World-ის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის თაობაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს გენერალურ დირექტორ იბრაჰიმ ერენს ტელეფონით დაუკავშირდა რა,  მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიიღო და მწუხარება გამოთქვა.



მსგავსი ინფორმაციები