ემინე ერდოღანს ლონდონში „ჰუმანიტარული სამსახურის მადლობის ჯილდო“ გადაეცა

ემინე ერდოღანს ლონდონში „ჰუმანიტარული სამსახურის მადლობის ჯილდო“ გადაეცა

1185713
ემინე ერდოღანს ლონდონში „ჰუმანიტარული სამსახურის მადლობის ჯილდო“ გადაეცა
emine erdogan odul3.jpg
emine erdogan odul2.jpg
emine erdogan odul1.jpg

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე, ემინე ერდოღანმსოფლიო ჰუმანიტარული ფორუმის  (World Humanitarian Forum) მხრიდან „ჰუმანიტარული სამსახურის მადლობის ჯილდო“ გადაეცა. ლონდონში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა ემინე ერდოღანმა განაცხადა, რომ ჯილდოს მთელი თურქი ხალხის სახელით ღებულობს.  მისივე თქმით, მსოფლიო ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდის რა, თურქეთის როგორც ოფიციალური დაწესებულებები ასევე სამოქალაქო ორგანიზაციები მათ შორის, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია, თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტო  (AFAD),   თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტო  (TİKA) და სხვები ქვეყნის  სახელით მსოფლოს მრავალ კუთხეში მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ ღონისძიებებს ატარებენ. ემინე ერდოღანმა დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, სირიაში 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ თურქეთში თავშეფარებულ სირიელებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტი იძულებით მიგრაციაში წასულების მასპინძელი ქვეყანა სწორედ რომ თურქეთი გახლავთ რა, თურქ ხალხში ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, კეთილსინდისიერებიდან გამომდინარეობს.



მსგავსი ინფორმაციები