პარლამენტის თავჯდომარის ვინაობა ცნობილი გახდა

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფი გახდა

1151440
პარლამენტის თავჯდომარის ვინაობა ცნობილი გახდა
Mustafa Şentop.jpg

მიმდინარე წლის 31 მარტს, თურქეთში გასამართ მუნიციპალურ არჩევნებში  სტამბოლის კანდიდატად წამოყენებული უკვე ყოფილი პარლამენტის თავჯდომარის,  ბინილი ილდირიმის გადადგომის შემდეგ   დღეს, თურქეთის პარლამენტში ახალი თავჯდომარის არჩევნები გაიმართა, რომელშიც სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) კანდიდატმა მუსტაფა შენთოფმა  გაიმარჯვა. არჩევნების პირველ და მეორე ტურში პარლამენტის თავჯდომარეების კანდიდატებმა საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მოიპოვეს რა, მესამე ტურის არჩევნები ჩატარდა. 542 დეპუტატის მონაწილეობით გამართულ მესამე ტურის არჩევნებში, AKP-ს კანდიდატმა, მუსტაფა შენთოფი  336 ხმის მიღებით პარლამენტის ახალ თავჯდომარედ იქნა არჩეული. მესამე ტურში რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) კანდიდატმა, ენგინ ალთაილიმ 124, სახალხო დემოკრატიული  პარტიის (HDP) კანდიდატმა, სერფილ ქემალბაი ფექგოზეგუმ  46,  ხოლო  İYİ (კარგი) პარტიის კანდიდატმა, იმამ ჰუსეინ ფილიზმა  33 ხმა მიიღო. პარლამეტის თავჯდომარის მესამე ტურის  არჩევნებში 3 ხმა ბათილად იქნა ცნობილი. ამ შედეგების მიხედვით პარლამენტის თავჯდომარედ     სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) კანდიდატი, მუსტაფა შენთოფი  გახდა.



მსგავსი ინფორმაციები