ერდოღანმა სტამბოლში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა სტამბოლში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1134347
ერდოღანმა სტამბოლში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთს ტერორისტებისგან გაწმენდენ და მშვიდობას დაამყარებენ. ერდოღანმა ამის შესახებ, სტამბოლში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის რეგიონში წითელი ნახევარმთვარისა და წითელი ჯვრის ეროვნული ასოციაციების ქსელის ფონდის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, ისლამურ სამყაროში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები არ ტარდება. „უახლოეს ხანებში, შეგნებულად გავწმენდთ ტერ ორგანიზაცია, დაეში-ს ნარჩენებს და ყველა იმ ტერორისტებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ  არიან აღზრდილნი. თურქეთი, იმ ტერიტორიების (მდინარე ევფრატის აღმოსავლეთი) არა მხოლოდ ტერორისტებისგან გაწმენდს,  არამედ,  ჰუმანიტარული კრიზისი მოგვარებას და რეგიონში მშვიდობის დამყარებასაც ისახავს მიზნად. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასაც ემსახურება. ამ თვალსაზრისით უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს და რუსეთის ჩათვლით სხვა ქვეყნებთანაც თანამშრომლობას მჭიდროდ ვაგრძელებთ. ამ მხრივ  დადებითი შედეგების მიღება უკვე დავიწყეთ. დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა გრძელდება. თურქეთმა, დღემდე დაახლოებით 4 მილიონამდე სირიელის ჩათვლით ყველა მიგრანტების მიმართ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აფარებენ თავს, 35 მილიონ დოლარამდე დახარჯა,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები