თურქეთ-პაკისტანის ერთობლივი განცხადება

თურქეთ-პაკისტანის ერთობლივი განცხადება

1119753
თურქეთ-პაკისტანის ერთობლივი განცხადება

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით, თურქეთში ვიზიტით მყოფმა პაკისტანის პრემიერმინისტრმა იმრან ხანმა პირისპირ და დელეგაციებს შორის შეხვედრები გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც შეხვედრების დეტალებთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაცია გავრცელდა. თურქეთ-პაკისტანის ერთობლივ დეკლარაციაში ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში შეთანხმებას იქნა მიღწეული. ერთობლივ განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ გაეროს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, განვითარებადი რვა ქვეყნის ორგანიზაციის და სხვა ფორმატში ორი ქვეყნის პოზიცია ერთიდაიგივე იქნება.  ერთობლივი განცხადების მიხედვით  რეგიონალურ და საერთაშორისო არენაზე უსაფრთხოების, მშვიდობის და სტაბილურობის დასამყარებლად ასევე,  ჯამუ და ქაშმირის საკითხის, გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში გაგრძელების საკითხზეც იქნა შეთანხმებას მიღწეული. გუშინდელი შეხვედრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა ყველა სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.  გუშინ ასევე კიდევ ერთხელ ხაზი გაისვა იმ საკითხზე, რომ თურქეთ-პაკისტანს შორის მაღალი რანგის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფ ჯგუფებს, ორი ქვეყნის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებში შესაბამისი მხარდაჭერა გაეწიოს. ერთობლივ განცხადებაში ქვეყნებს შორის ეკონომიკის და ვაჭრობის საკითხში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იქნა ყურადღება გამახვილებული. განცხადებაში, იერუსალიმის საკითხსაც დაეთმო ადგილი, რომლის მიხედვითაც ორივე ქვეყანა ერთიან პოზიციაზე არიან.



მსგავსი ინფორმაციები