პრეზიდენტმა ევფრატის აღმოსავლეთში ოპერაციაზე ისაუბრა

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში მდებარე რეგიონებში მშვიდობის დამყარება მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი

1106968
პრეზიდენტმა ევფრატის აღმოსავლეთში ოპერაციაზე ისაუბრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სტამბოლში დოლმაბაჰჩეს სასახლეში გამართულ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი/დამკვირვებელი სახელმწიფოების საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა პირველ კონფერენციაზე.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში მდებარე რეგიონებში მშვიდობის დამყარება მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი.

„ტელ რიფატიდან აფრინში მყოფ ჩვენს სამხედროებზე განხორციელებულმა (გუშინდელმა) ვერაგულმა თავდასხმამ აჩვენა, რამდენად სწორია ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება“-აღნიშნა ერდოღანმა.   

მან მანბიჯის საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატები გააფრთხილა და დასძინა: „თუ მანბიჯს არ გაწმენდთ, იქაც შევალთ.“

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა: „მანბიჯის თემით ცდილობენ ყურადღება გაგვიფანტონ, გატეხონ ჩვენი სიმტკიცე... სირიაში ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას არ უზრუნველვყოფთ, ვიცავთ მთელი კაცობრიობის ღირსებას.“

ერდოღანის თქმით, თურქეთმა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში არსებული ტერორისტული ჭაობის ამოშრობის საკითხზე საკმაო დრო დაკარგა და ამის შემდეგ ერთ დღესაც კი ვეღარ დააგვიანებენ.

იგი ასევე შეეხო მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში ტერორისტების მთავარ წყარო სინჯარისა და კარაჯაკის მთის რეგიონებზე გუშინ საღამოს განხორციელებული ოპერაციის საკითხს და დასძინა: „სინჯარსა და მაჰმურის კალთა კარაჯაკზე, საიდანაც ჩვენს საზღვრებს მუდმივად საფრთხე ექმნება, ოპერაცია ჩავატარეთ, ამას გაგრძელებაც მოჰყვება.“



მსგავსი ინფორმაციები