თურქეთი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში ოპერაციებს იწყებს

ერდოღანი: „ევფრატის აღმოსავლეთის ოპერაციები რამდენიმე დღის განმავლობაში დაიწყება“

1105520
თურქეთი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში ოპერაციებს იწყებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაციები რამდენიმე დღეში დაიწყება. მან ამის შესახებ, ანკარაში    ბეშთეფეს კულტურისა და კონგრესის ცენტრში გამართულ,  თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „სირიის ჩრდილოეთი, ჩვენ ქვეყანასა სამხრეთით  ესაზღვრება. ზოგიერთები იქ ტერორის კორიდორის შექმნას ცდილობენ. ჩვენ დაჟინებით ვაცხადებთ, რომ იქ მყოფები,  YPG-ს  ტერ ორგანიზაციაა მაგრამ, ჩვენი მოკავშირეები განსაკუთრებით კი, აშშ აცხადებს, რომ ტერ ორგანიზაცია არ არის. ესენი სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს ფრთა არიან. ამის მრავალი მტკიცებულება არსებობს. ო, ამერიკა თქვენ რატომაა, რომ ჩვენთან ერთად არ მოქმედებთ და მათთან (YPG) ერთად მოქმედებთ. მემბიჯშში ჯერ ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ 30 დღის განმავლობაში ამ რეგიონს დაეშისგან მთლიანად გაათავისუფლებენ,  ვიმედოვნებ, რომ მართლაც და ეგრე იქნება.  აშშ, მემბიჯის ტერ ორგანიზაცია  YPG/PKK-ს გაწმენდის საკითხთან დაკავშირებით დივერსიულ ტაქტიკას იყენებს. ბოლოს ამერიკამ რეგიონში 30 ათასი ტერორისტის საწვრთნელი ღონისძიებები დაიწყო. ეს კი მთელი მსოფლიოსთვის ნათელია. თუ დაფიქრებულხართ ოდესმე რას ჩადიხართ? მდინარე ევფრატის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გაფრთხილებები მივეცით და ასევე შესაბამისადაც მოვემზადეთ. სირიაში დაეში-ს საშიშროება აღარ არსებობს. მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში სეპარატისტული ტერ ორგანიზაციების საფრთხეა, რომლების მიმართაც ოპერაციებს რამდენიმე დღეში დავიწყებთ,“ განაცხადა ერდიღანმა.   



მსგავსი ინფორმაციები