ერდოღანი კიდევ ერთხელ დაუკავშირდა სელმანს

საუბარი შეეხო გაუჩინარებული საუდიელი ჟურნალისტის საკითხს

1072267
ერდოღანი კიდევ ერთხელ დაუკავშირდა სელმანს

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსხურის ცნობით, რეჯეპ თაიპ ერდოღანი წუხელ ტელეფონით დაუკავშირდა საუდის არაბეთის მეფე სელმან ბინ აბდულაზიზს და საუბარი შეეხო დაკარგულ საუდიელი ჟურნალისტის ჯამალ გაშოხის საკითხს.

ლიდერებმა აღნიშნეს, რომ გაუჩინარებული ჟურნალისტის ბედის გარკვევის მიზნით დიდი მნიშვნელობა აქვს ორი ქვეყნის სამართალდამცავების მჭიდრო და აქტიურ ურთიერთთანამშრომლობას.

მათვე, ამავე საკითხის გარშემო მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ხელთ არსებულ ინფორმაციებზეც გაამახვილეს ყურადღება.

ერდოღანმა და სელმანმა ამ საკითხის ირგვლივ ისაუბრეს ასევე გასული კვირის სატელეფონო საუბარშიც, იტყობინება თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსხური



მსგავსი ინფორმაციები