პარლამენტის თავჯდომარე უზბეკეთში გაემგზავრა

იგი ქვეყნის პრეზიდენტ, შავქათ მირზიოევთან, პრემიერმინისტრ, აბდულა არიპოვთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან გამართავს შეხვედრებს

1055050
პარლამენტის თავჯდომარე უზბეკეთში გაემგზავრა

თურქეთის პარლამენტის თავჯდომარე, ბინალი ილდირიმი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა. ბინალი ილდირიმმა უზბეკეთში გამგზავრებამდე ანკარის, ესენბოღას აეროპორტში გამართული პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი რანგის ვიზიტებთან ერთად ურთიერთობებმაც მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა.  მისივე თქმით,  ვიზიტის ფარგლებში  ორ ქვეყანას შორის არსებულ ყველა საკითხს და საპარლამენტო დიპლომატიის თემებს  განიხილავენ. „ბოლო წლებში  ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რა, თურქ ინვესტორებმა ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს. ამ ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსაც უნდა დავესწროთ, რომელიც ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანს საქველმოქმედო ღონისძიებებს ატარებს,“ განაცხადა ბინალი ილდირიმმა.   თურქეთის პარლამენტის თავჯდომარე უზბეკეთში ქვეყნის პრეზიდენტ, შავქათ მირზიოევთან, პრემიერმინისტრ, აბდულა არიპოვთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან გამართავს შეხვედრებს.



მსგავსი ინფორმაციები