TSK-მ ბოლო 1 კვირის ანგარიში გამოაქვეყნა

ლიკვიდირებულია კიდევ 52 ქურთი სეპარატისტი

1034434
TSK-მ ბოლო 1 კვირის ანგარიში გამოაქვეყნა

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების (TSK) გენშტაბმა, ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, პკკ-ას წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით შირნაკის ოლქში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი, ჩრდილოეთ ერაყში ჩატარებული უკანასკნელი 1 კვირის, კონკრეტულად კი 10-16 აგვისტოს ოპერაციების ანგარიში გამოაქვეყნა და მისი მიხედვით მთლიანობაში 52 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის შვიდი კაცი სამეთაურო კადრებიდან, ხოლო ამასთან ერთად თურქმა ჯარისკაცებმა ხელთ იგდეს ტერორისტების კუთვნილი მრავალი იარაღი, კვების პროდუქტები და სხვა სამხედრო მასალები.

ამავე ცნობით სირიის ჩრდილოეთში მდებარე აფრინის რეგიონში წარმოებული ზეთისხილის ოპერაციის ფარგლებში ნეიტრალიზებულ ტერორისტთა საერთო რაოდენობამ 4573 კაცს მიაღწია, აღმოაჩინეს და გაანადგურეს 263 ნაღმი და 1381 ხელნაკეთი ბომბი



მსგავსი ინფორმაციები