ისრაელის სამხედროებმა თურქეთის დროშით გამომსვლელი პალესტინელი დაჭრეს

ისრაელის სამხედროებმა თურქეთის დროშით გამომსვლელი პალესტინელი დაჭრეს

1005631
ისრაელის სამხედროებმა თურქეთის დროშით გამომსვლელი პალესტინელი დაჭრეს

ღაზის სექტორის აღმოსავლეთ ნაწილში პალესტინელების მიერ გამართული „დიდი დაბრუნების მარში“-ს სახელწოდების აქციის დროს, ისრაელის სამხედროებმა,  თურქეთის დროშით აქციაზე მისული პალესტინელი ახალგაზრდა იარაღით ფეხში დაჭრეს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის,  ეშრეფ ელ-ქუდრას მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში  საპროტესტო აქციის გამმართველ პალესტინელების მიმართ ნამდვილი ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამავე განცხადებით მომხდარი დაპირისპირების დროს 134 პალესტინელი დაშავდა, უმრავლესობა კი ქალები არიან.  თურქეთის დროშით გამოსული და ისრაელის სამართალდამცველების მიერ  დაჭრილი პალესტინელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პალესტინის მოსახლეობა  მიმდინარე წლის   30 მარტიდან  „დიდი დაბრუნების მარში“-ს სახელწოდების  გამოსვლებს აწყობენ.  



მსგავსი ინფორმაციები