ალექსეი იერჰოვმა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა შეაფასა

ალექსეი იერჰოვმა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა შეაფასა

967976
ალექსეი იერჰოვმა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა შეაფასა

რუსეთის ელჩმა ანკარაში, ალექსეი იერჰოვმა განაცხადა, რომ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები, რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ წარმოქმნილ კრიზისამდელ  პერიოდზე უკეთესია. ალექსეი იერჰოვმა ამის შესახებ საბჭოთა ძალების მიერ მეორე მსოფლიო ომში,  ნაციზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  მისივე თქმით ორივე ქვეყანამ 2015 წელს,  რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ წარმოქმნილი კრიზისის პრობლემა გადალახეს. „ჩვენი ურთიერთობა კრიზისამდელ პერიოდზე უკეთეს მდგომარეობაშია. გასულ წელს ტურიზმის სექტორშიც რეკორდი დავამყარეთ. თურქეთში ჩამოსული რუსი ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მიმდინარე წელს კი გასული წლის რეკორდის დამყარებას ვცდილობთ. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით მიიწევს წინ. „თურქული ნაკადის“, „აქქუიუ“-ს ბირთვული სადგურის მშენებლობას და სხვა პროექტებს ერთობლივად ვახორციელებთ. ასევე ორმხრივი სავაჭრო მოცულობის ბრუნვასაც  ვზრდით“, განაცხადა იარჰოვმა. რუსეთის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ  რუსეთის მხრიდან,  თურქეთის მოქალაქეების მიმართ უვიზო რეჟიმის შემოღებაზე  მუშაობას აგრძელებენ.



მსგავსი ინფორმაციები