ილდირიმი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრა

ილდირიმი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრა

957615
ილდირიმი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრა

თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი, თურქეთ-ესპანეთის მთავრობათაშორისი შორის  გასამართ მეექვსე სამიტზე  მონაწილეობის მისაღებად მადრიდში გაემგზავრა.  თურქმა პრემიერმა მადრიდში გამგზავრებამდე, ანკარის ესენბოღას სახელობის აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით ესპანეთთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ამ ვიზიტის ფარგლებში ზოგიერთ შეთანხმებებსაც უნდა მოაწერონ ხელი. თურქეთ-ესპანეთს შორის მთავრობათაშორის სამიტი 2008 წელს ჩამოყალიბდა რა, პირველი სამიტი 2009 წელს ჩატარდა. ბოლო სამიტი 2014 წელს თურქეთის მასპინძლობით  გაიმართა. ილდირიმი ამ ვიზიტის ფარგლებში თავის ესპანელ კოლეგა, მარიანო რახოისაც შეხვდება. „ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს თურქეთის და რეგიონის ქვეყნებში განვითარებული მოვლენები, თურქეთ-ესპანეთს შორის ურთიერთობები და სხვა საკითხებიც  იქნება განხილული. თურქეთი და ესპანეთი სტრატეგიული პარტნიორები გახლავთ. ასევე ნატოს წევრი ორი მოკავშირე ქვეყანა. ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის ჩათვლით მრავალ სფეროში გვექნება განხილვები და მოლაპარაკებები“,  განაცხადა ილდირიმმა. პრემიერი,  მადრიდში  ბიზნეს წარმომადგენლებთან და მეფე,   ფილიპე 6-ესთანაც გამართავს შეხვედრას.



მსგავსი ინფორმაციები