ერდოღანი „Yeşilay"-ის დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

"იმპერიალისტების ყველაზე დიდი იარაღი, ალკოჰოლი და ოპიუმი გახლავთ"

956107
ერდოღანი  „Yeşilay"-ის დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ,  სტამბოლში გამართულ,  თურქეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია “Yeşilay“-ის (მწვანე მთვარე) მიერ გამოცხადებული ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისათვის დაწესებული ჯილდოების  გადაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ იმპერიალისტების ყველაზე დიდი იარაღი,  ალკოჰოლი და ოპიუმი გახლავთ. „ერთი ერის ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე დიდი დასაყრდენი, სულიერად, გონებრივად და ფიზიკურად ჯანმრთელი თაობების აღზრდაა.  ქვეყნები,  რომლებიც საკუთარ მომავალ თაობებს ალკოჰოლური სასმელებისგან, სიგარეტისგან, ნარკოტიკებისგან, ყომარისგან  (აზარტული თამაშები) და ტერორისგან არ იცავს, მათი მომავალი ბნელია“, განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე დასძინა, რომ ცივი ომის დროს აღმოსავლეთ და დასავლეთ ბლოკებს შორის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი,  ნარკოტიკებით ვაჭრობა იყო რა, იმპერიალისტური ძალები ამ ხერხით ზოგიერთ ქვეყნებში გადატრიალებას და  სამოქალაქო დაპირისპირებებს აწყობდნენ  რაც დემოკრატიის თვალსაზრისით დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. თურქეთის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ იმპერიალისტური ძალები აფრიკის ქვეყნებში ადგილობრივ ტომებში ალკოჰოლის გავრცელებას ცდილობენ და უფრო მეტიც,  საბადოებში მომუშავეებს დღიურ ანაზღაურებას ფულის ნაცვლად ალკოჰოლით უხდიან, რაც მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანია.



მსგავსი ინფორმაციები