ერდოღანის პასუხი ლავროვს

ერდოღანი დღეს AKP-ს საპარლამეტო ჯგუფის შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა

948356
ერდოღანის პასუხი ლავროვს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს პარლამენტში, AKP-ს საპარლამეტო ჯგუფის შეკრებაზე  სიტყვით გამოვიდა რა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თურქეთმა აფრინი რეჟიმის ძალებს უნდა დაუბრუნოს, უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თვით თურქეთი მიიღებს და არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. „ამჟამად სირიაში სხვადასხვა ქვეყნების კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რეჟიმს გადაეცა, ჩვენ ვერ დაგვაჯერებს. ჩვენ როცა დრო მოვა, აფრინს თვით აფრინელებს გადავცემთ. მაგრამ ამ დროს ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ და არა ლავროვი“, განაცხადა ერდოღანმა. გუშინ, სერგეი ლავროვმა გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აფრინთან დაკავშირებით რუსეთის მოლოდინი, დამასკოს რეჟიმზე გადაცემაა.  



მსგავსი ინფორმაციები