ერდოღან შტაინმაიერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ერდოღან შტაინმაიერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის გერმანელ კოლეგა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბარი გამართა. პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით, გუშინ საღამოს გამართული სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთსა და გერმანიას შორის დიალოგისა და თანამშრომლობის განახლების საკითხზე მტკიცე გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გამოხატეს. ერდოღანმა შტაინმაიერთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე „ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს ასევე გერმანიაში მცხოვრებ ეთნიკურ თურქების ორი ქვეყანის ურთიერთობებში შეტანილი წვლილის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტმა ერდოღანმა ევროპელ ლიდერებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა ევროპელ ლიდერებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა