ერდოღანმა სენეგალში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

ერდოღანმა სენეგალში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

921909
ერდოღანმა სენეგალში  ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აფრიკის ტურნეს ფარგლებში სენეგალში მასთან ერთად მყოფი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერდოღანმა თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ აფრინში წარმოებული ოპერაციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან არანაირი პრობლემა არ არსებობს. „აფრინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. იდლიბში სადამკვირვებლო ობიექტების მშენებლობის პროცესიც გრძელდება. უახლოეს პერიოდში,  სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის მეორე ეტაპი სტამბოლში უნდა გავმართოთ. ამდაგვარი და სხვა მრავალი საკითხი იქაც უნდა განვიხილოთ. რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს აღმოსავლეთ გუტაში ჰუმანიტარული ღონისძიების გასატარებლად და იქიდან დაშავებულების გამოსაყვანად დახმარება ვთხოვე. ვუთხარი, რომ დაშავებულები გამოვიყვანოთ და ჩვენს ქვეყანაში ვუმკურნალოთ მეთქი. მანაც ამ საკითხთან დაკავშირებით დახმარება აღგვითქვა. მაგრამ, სამწუხაროდ ამ საკითხში წინსვლა ვერ განვახორციელეთ. გავრცელებული ინფორმაციით,  გუტაში დაშავებულები დამასკოში გადაუყვანიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი დრაკონს ჩააბარეს,“ განაცხადა ერდოღანმა და ასე გააგრძელა: „აშშ-ს ექსპრეზიდენტ, ბარაკ ობამას პერიოდიდან მოყოლებული ყოველთვის აცხადებდნენ, რომ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიის ფრთა PYD/PGY მემბიჯში არ უნდა დარჩენილიყო და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში უნდა გადასულიყო, მაგრამ მათ სიტყვა არ შეასრულეს. აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაციაც იმავეს აცხადებენ. მაგრამ მათი ეს განცხადებები ჯერ ქმედებაში არ გადასულა.“ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, რუსეთისგან შესასყიდ  S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მაშინ როდესაც მათსავით ნატოს წევრი ქვეყანა, საბერძნეთი რუსეთიდან S-300-ს ყიდულობს მის მიმართ რატომ არანაირ სანქციებს არ აწესებენ და თურქეთის მიერ შესასყიდ S-400-ბთან დაკავშირებით სხვადსხვა განცხადებებს აკეთებენ. მან ბოლოს თავის ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვიპროსის საკითხიც განიხილეს და მან, მაკრონს განუცხადა, რომ კუნძულზე ცალმხრივად მოქმედების უფლება არავის გააჩნია.



მსგავსი ინფორმაციები