ერდოღანი: „მემბიჯი ნამდვილ მეპატრონეების უნდა დავუბრუნოთ“

ერდოღანი: „მემბიჯი ნამდვილ მეპატრონეების უნდა დავუბრუნოთ“

904665
ერდოღანი: „მემბიჯი ნამდვილ მეპატრონეების უნდა დავუბრუნოთ“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის მემბიჯის რეგიონს ტერორისტებიდან გაათავისუფლებს და ნამდვილ მეპატრონეებს გადასცემს. მან ამის შესახებ პარლამენტში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე, „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი მიზანი,  აფრინის და იდლიბის რეგიონების ტერ ორგანიზაცია, PKK/KCK/PYD-YPG და  DEAŞ-ისგან გათავისუფლება და მეგობარ და მოძმე ხალხზე გადაცემაა, როლებიც იმ რეგიონის ნამდვილი მეპატრონეები არიან. პრეზიდენტმა ზოგიერთი ქვეყნების კითხვას იმის თაობაზე თუ როდის უნდა დასრულდეს ოპერაციები, ასე უპასუხა: „მათ კითხვას, თუ როდის უნდა დაასრულოთ ოპერაცია? ასე ვუპასუხებ, თქვენ ავღანეთში, ერაყში  ოპერაციები როდის დაასრულეთ? 18 წელი გავიდა ჯერ კიდევ იქ ხართ. ჩვენ ამ რეგიონებთან 911 კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს. დღემდე ამ რეგიონიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ 700-მდე თავდასხმა განხორციელდა რა,100-ზე მეტი სამოქალაქო პირი შეჰიდი გახდა. ამის შესახებ თუ სმენია აშშ-ს ან კიდე თუ აქვს ნანახი?   აშშ-მ დროის გაყვანის ტაქტიკით ტერ ორგანიზაცია, PKK/KCK/PYD-YPG-ს წევრები მემბიჯში განათავსა რა, მიუხედავად იმისა, რომ პირობა დადეს იმის შესახებ, რომ ტერ ორგანიზაცია, დეაშის წინააღმდეგ ბრძოლის დასრულების შემდეგ რეგიონი უნდა დაეცალათ, ჯერ კიდევ არ დაუცლიათ. ჩვენ კი გვეუბნებიან რომ მემბიჯში არ შემოხვიდეთო, მაგრამ, ჩვენ მემბიჯის ტერიტორიები ტერორისტებისგან უნდა გავათავისუფლოთ და ნამდვილ მეპატრონეებს  გადავცეთ.  აშშ აცხადებს, რომ რეგიონი დეაშისგან გაათავისუფლეს. მაშინ რატომაა, რომ ჯერ კიდევ იქ ხართ?“



მსგავსი ინფორმაციები