ქალინი სარაევოშია

“ანკარა მხარს უჭერს ბალკანეთში მშვიდობის განმტკიცებას“

897401
ქალინი სარაევოშია

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერი იბრაჰიმ ქალინი სიტყვით გამოვიდა ბოსნია-ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში მოწყობილ შეკრებაზე, რის შემდეგ მან ჟურნალისტებისათვის პრეს კონფერენცია გამართა და თქვა, რომ სეპარატისტული რიტორიკა ბოსნია-ჰერცეგოვინაში, რომელსაც იჩენენ აქ მცხოვრები სერბები, ხელს არ შეუწყობს ბალკანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებას რა, ეს მდგომარეობა აშფოთებს რეგიონის ყველა ქვეყანას.

მისივე თქმით, ანკარას მხარს უჭერს ბალკანეთის რეგიონში საბოლოო მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება-განმტკიცებას.

 “გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარ სამოქალაქო ომში, ყველაზე  უდიდესი საფასური ბოსნიელებმა გაიღეს, ქვეყნის ახლანდელი მდგომარეობა შეიძლება არადამაკმაყოფილებელიც იყოს, მაგრამ, მინიმუმ კონსტიტუციური უფლებები მაინც უზრუნველყოფილია და მის გარდა არაფერი არ არსებობს, რომელმაც შეიძლება "პანდორას ყუთი" გახსნას“, განაცხადა ქალინმა და იქვე რუსეთს და რეგიონით დაინტერესებულ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდათ, ბალკანეთის მშვიდობისათვის თურქეთთან ერთად იმოქმედონ



მსგავსი ინფორმაციები