თურქეთის უსაფრთხოების ზომები აფრინით არ შემოიფარგლება

თურქეთის უსაფრთხოების ზომები აფრინით არ შემოიფარგლება

889992
თურქეთის უსაფრთხოების ზომები აფრინით არ შემოიფარგლება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს მიმართ უსაფრთხოების ზომები სირიაში მხოლოდ, აფრინით არ შემოიფარგლება, არამედ, მუნბიჩს და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილსაც მოიცავს. მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ თავის ამერიკელ კოლეგა, რექს ტილერსონთან სირიის დემოკრატიული ძალების (SDG) სახელის გამომყენებელ PYD/PKK-ს ტერ ორგანიზაციის მეშვეობით სირიის ჩრდილოეთით თითქოს და „სასაზღვრო უსაფრთხოების ძალის“ შექმნის საკითხი დეტალურად განიხილა და  ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმირების შექმნა, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.  მან ქალაქ, ვანკუვერში ჩრდილოეთ კორეის სტაბილურობისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრ, რექს ტილერსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. თურქმა მინისტრმა აქ აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან ტერ ორგანიზაცია YPG-ს მხარდაჭერა და ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს ლიდერის თურქეთისადმი  გადმოუცემლობა ორი ქვეყნის ურთიერთობას დიდ ზიანს აყენებს. ჩავუშოღლუმ მოკავშირეებს ასევე,  თურქეთის შესაძლო აფრინის ოპერაციაზეც ესაუბრა და განაცხადა: „აფრინში მყოფ ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს მხრიდან იდლიბში მყოფ ჩვენს დამკვირვებლების, თურქეთის შეიარაღებული ძალების  და თავისუფალი სირიის არმიის მიმართ პერიოდული თავდასხმები ხორციელდება. ჩვენ კი ამას შესაბამისად ვუპასუხებთ და ამ საკითში ჩვენს წინაშე ნურავინ დადგება. თურქეთის  YPG/PKK-ს მიმართ მიღებული უსაფრთხოების  ზომები, მხოლოდ აფრინით არ შემოიფარგლება, არამედ, მუნბიჩი და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილსაც მოიცავს.“ ჩავუშოღლუმ ყველა ეს საკითხი, აშშ-ს თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მატისთანაც  განიხილა.



მსგავსი ინფორმაციები