ჩავუშოღლუ კანადაშია

მან მკაცრად დაგმო აშშ-ს და კოალიციის ინიციატივა

889083
ჩავუშოღლუ  კანადაშია

 

კანადის ქალაქ ვანკუვერში მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ, რომელიც აქ ჩრდილოეთ კორეის სტაბილურობისადმი მიძღვნილ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, ჟურნალისტებთან საუბარში შეფასება მისცა რა სირიის ჩრდილოეთში აშშ-ს და კოალიციის მხრიდან სასაზღვრო არმიის შექმნის ინიციატივას, თქვა, რომ დადგა დრო, რათა ამერიკამ თავისი საბოლოო პოზიცია დააფიქსიროს, იგი სირიაში ქურთი ტერორისტების მხარეზეა, თუ მისი მოკავშირე და პარტნიორი თურქეთის და თუ აშშ-ი ტერორისტულ ორგანიზაციას აირჩევს, მაშინ, ანკარაც შეცვლის თავის დამოკიდებულებას ამერიკისადმი.

“რამდენიმე თვის წინ ტრამპი ერდოღანს შეჰპირდა, რომ აღარ მიაწვდიდნენ სამხედრო იარაღს სირიაში მებრძოლ ქურთ ფორმირება YPG-ს, რომელსაც თურქეთი პკკ-ას მსგავსად ტერორისტულად აღიარებს, მაგრამ, ეს დაპირება არ შეასრულეს, ამიტომაც ახლა ანკარა იძულებულია თავდაცვითი ზომები მიიღოს. ვინც არ უნდა იდგეს ქურთი ტერორისტების უკან, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მაინც დავარტყამთ მათ და გავაგრძელებთ მათთან ისეთსავე ბრძოლას, როგორც ამას ვაკეთებთ პკკ-ას წინააღმდეგ ბრძოლაში. მოკლედ, ანკარა, სირიიდან თურქეთის საზღვრების მიმართულებით წამოსულ ყოველგვარი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ყველანაირ ძალისხმევას გამოიჩენს, ხოლო ამის პარალელურად ტერორისტებისადმი მხარდამჭერი ქვეყნების მიმართაც დამოკიდებულებას შევიცვლით და მათდამი ნდობა აღარ გვექნება“, აღნიშნა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ "ამ საკითხში, აშშ-ც და საერთოდ დასავლეთიც გულწრფელი უნდა იყვნენ, ბოლოს და ბოლოს უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, მთლიანი და განუყოფელი სირია უნდათ თუ მისი დანაწევრება.

დღეს, ჩავუშოღლუ შეიძლება თავის ამერიკელ კოლეგა რექს ტილერსონს შეხვდეს



მსგავსი ინფორმაციები