თურქეთს ირანისადმი დაწესებული ემბარგო არ დაურღვევია

თურქეთს ირანისადმი დაწესებული ემბარგო არ დაურღვევია

858711
თურქეთს ირანისადმი დაწესებული ემბარგო არ დაურღვევია

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს, ირანისადმი დაწესებული ემბარგო არ დაურღვევია. ერდოღანმა დღეს, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პარლამენტარებთან პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრა გამართა. პრესისათვის დახურულ შეხვედრას, რომელსაც AKP-ს გენერალური თავჯდომარე და პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმიც ესწრებოდა 3 საათს გაგრძელდა.  მათ შეხვედრაზე,  ირანის მიმართ დაწესებული ემბარგოს თითქოს და თურქეთის მხრიდან იქნა დარღვეული რა, მის ფარგლებში წარმოშობით ირანელი, თურქი ბიზნესმენის, რეზა ზარრაბის მიმართ სასამართლო პროცესი, რომელიც აშშ-ში  გრძელდება, განიხილეს და განაცხადეს, რომ   თურქეთს ირანისადმი დაწესებული ემბარგო არ დაურღვევია. „სასამართლომ რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოს, თურქეთმა სიმართლე რაცაა ის გააკეთა. ემბარგო არ დაგვირღვევია. ჩვენ, აშშ-სთვის ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პირობა არ მიგვიცია. მსოფლიო მხოლოდ აშშ-ი არ არის. ჩვენ ირანთან ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა გვაკავშირებს,“ განაცხადა ერდოღანმა. ამ საკითხთან დაკავშირებით საადეთის პარტიის თავჯდომარემ,  თემელ ქარამანოღლუმ  და ვათანის პარტიის გენერალური მდივანმა, უთქუ რეიჰანიმაც გააკეთეს განცხადება და აღნიშნეს, რომ ეს საკითხი თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.



მსგავსი ინფორმაციები