პრემიერი ჩკთრ მესიჯი

პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ჩკთრ-ის დაფუძნების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით, გაავრცელა მისალოცი მესიჯი

848145
პრემიერი ჩკთრ მესიჯი

პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ჩკთრ-ის დაფუძნების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით, გაავრცელა მისალოცი მესიჯი.

აღნიშნა, რომ ყოველგვარი უსამართლობის და ზეწოლის წინააღმდეგ, გაბედულად მებრძოლი კვიპროსელი თურქები, 1983 წლის 15 დეკემბერს ჩკთრ-ის დაფუძნებით, საამაყონი შეიქმნენ თურქი ხალხისთვის.

"ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დემოკრატიული სახელმწიფოს კანონი, მიზნად ისახავს კუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას,  ცდილობს პრობლემის სამართლიან და სამუდამო გადაწყვეტას კეთილი მიდგომით და მოთმინებით.  ამის მოწმეა მთელი მსოფლიო.  სწამთ, რომ კუნძულის თანა კომპანიონი და თანამფლობელი კვიპროსელი თურქები, უზრუნველყოფენ თანაბარი სტატუსის შენარჩუნებას.  თურქეთი დარწმუნებულია, რომ შეთანხმება მოხდება საერთაშორისო თანამეგობრობის და ინტეგრაციის ფარგლებში.

პრემიერმა ისიც დაამატა, რომ როგორც აქამდე ამის შემდეგაც გააგრძელებს თურქეთი კვიპროსელი თურქების გვერდში დგომას. პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის მხარდაჭერას.

თურქი კვიპროსელები დარწმუნებულნი არიან, რომ ეფექტური გარანტიით გააგრძელებენ ნათელი მომავალისკენ წინსვლას. ილდირიმმა, ბოლოს კი დაამატა:-გულწრფელად ვიზიარებ მოძმე კვიპროსელი თურქი ძმების ამ საამაყო დღეს. ჩემი და ჩემი მთავრობის სახელით ვულოცავ და ვუსურვებ მათ მშვიდობას, ნდობას და კეთილდღეობას.


საკვანძო სიტყვები: #პრემიერი , #ჩკთრ , #მესიჯი , #დაფუძნება

მსგავსი ინფორმაციები