ერდოღანი: „მუსლიმანებს უფრო მეტი თანადგომა სჭირდებათ“

ერდოღანი: „მუსლიმანებს უფრო მეტი თანადგომა სჭირდებათ“

794190
ერდოღანი: „მუსლიმანებს უფრო მეტი თანადგომა სჭირდებათ“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მუსლიმანებს უფრო მეტი თანადგომა სჭირდებათ. ერდოღანი გუშინ ოფიციალური ვიზიტით იორდანიაში მეფე, აბდულლაჰ მეორის მიწვევით ჩავიდა.  ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ პირისპირი და დელეგაციებს შორის შეხვედრები დაიწყო. დელეგაციებს შორის შეხვედრაზე, იმ ნაწილში, რომელიც პრესისათვის ღია იყო, ერდოღანმა განაცხადა, რომ იგი ბედნიერია რათა, 9 წლის შემდეგ პრეზიდენტის რანგში  პირველმა განახორციელა იქ ვიზიტი და ამისათვის მეფე აბდულლაჰ მეორეს მადლობა გადაუხადა. მიმდინარე წელი, თურქეთ-იორდანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 70-ე წლისთავია. პრეზიდენტმა გასული წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის დროს, იორდანიას თანადგომისათვის, თურქი ხალხის სახელით მადლობაც გადაუხადა. „ჩემი ძმის და იორდანიის მოსახლეობის, პალესტინის საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულება კარგად ვიცი. იორდანიის მხრიდან იერუსალიმში მუსლიმანების კუთვნილი წმინდა ადგილების დასაცავად ჩვენც ყოველთვის გავიწევთ დახმარებას.  იორდანიასთან გასულ თვეში მესჯიდი აქსაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ვაწარმოეთ. მესჯიდი აქსაში მსგავსი მოვლენების განხორციელებას არასოდეს ვისურვებთ. ამიტომ იერუსალიმთან დაკავშირებით მუსლიმანების ერთად დგომაა საჭირო. ამიტომ საჭიროა, მუსლიმანებმა ურთიერთთანამშრომლობა უფრო გავაძლიეროთ,“ განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტი შეხვედრების შემდეგ მეფე, აბდულლაჰ მეორის მხრიდან გამართულ ვახშამს დაესწრო და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.



მსგავსი ინფორმაციები