ერდოღანი კუვეიტიდან კატარში გადავიდა

კატარიდან იგი სამშობლოში დაბრუნდება

776377
ერდოღანი კუვეიტიდან კატარში გადავიდა

ერდოღანის ვიზიტი სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში გრძელდება. მან დღეს დაასრულა შეხვედრები კუვეიტში და აქედან კატარს გადავიდა.

თურქი პრეზიდენტი კუვეიტის საერთაშორისო აეროპორტის საემიროების ტერმინალიდან თვით ამ ქვეყნის ემირმა, შეიხ საბაჰ ელ აჰმედ ელ ჯაბირ ეს საბაჰმა გააცილა.

ერდოღანის ეს ვიზიტი რეგიონში ზოგიერთ არაბულ ქვეყნებსა და კატარს შორის წარმოქმნილი კრიზისის მოგვარებას ითვალისწინებს, ამიტომაც პირველი შეჩერება მას რეგიონის ლიდერ სახელმწიფო, საუდის არაბეთში ჰქონდა, სადაც მას ოფიციალური მიღება ამ ქვეყნის მეფემ მოუწყო.

თურქ პრეზიდენტს ამ ვიზიტისას ემინე ერდოღანის გარდა თან ახლავენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, შეიარაღებული ძალების სარდალი, არმიის გენერალი ჰულუსი აქარი და დაზვერვის შეფი ჰაქან ფიდანი.

კატარში დასრულებული შეხვედრების შემდეგ ერდოღანი სამშობლოში დაბრუნდება



მსგავსი ინფორმაციები