ქალინმა პრეს კონფერენცია გამართა

“სირიის დეესკალაციის ზონებში ლოჯისტიკური ცენტრები შეიქმნება“

758493
ქალინმა პრეს კონფერენცია გამართა

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა პრეს კონფერენცია გამართა და მასზე შეეხო რა კატარის კრიზისს, თქვა, რომ საუდის არაბეთმა, გაერთიანებულა არაბულმა ემირატებმა, ეგვიპტემ და ბაჰრეინმა კატარისგან მოსათხოვნების სია მოამზადეს, რომელსაც უახლოეს დღეებში კუვეიტის შუამდგომლობით გადასცემენ კატარის ხელისუფლებას და მასში კონკრეტულ მოთხოვნებთან ერთად კატარის მხრიდან განსახორციელებელი საქმეებიც არის ასახული.

მისივე თქმით ამ პროცესს ახლოდან აკვირდება ანკარაც და საჭიროების შემთხვევაში შუამავლობასაც იკისრებს.

ქალინი შეეხო სირიის დეესკალაციის შეთანხმებას და ასტანისა და ჟენევის შეხვედრებს რა, აღნიშნა, რომ რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა სპეციალისტებისაგან შემდგარი მექანიზმი შექმნეს და ამჟამად ისინი დეესკალაციის რეგიონებში ლოჯისტიკურ საქმიანობებზე მუშაობენ, რომელსაც ასტანის ივლისის შეხვედრაზე დეტალურად განიხილავენ   



მსგავსი ინფორმაციები