სიგმარ გაბრიელი ანკარაში იმყოფება

მან ჩავუშოღლუსთან შეხვედრა უკვე გამართა

746045
სიგმარ გაბრიელი ანკარაში იმყოფება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სიგმარ გაბრიელი ანკარაში იმყოფება. მან თავის თურქ კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრა უკვე გამართა. ორი ქვეყნის მინისტრმა პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ჩავუშოღლუმ ასეთი განცხადება გააკეთა: „ამჟამად გერმანიის მხარეს მხოლოდ ქალაქ კონიაში განთავსებული ნატოს სამხედრო ბაზის მონახულება შეუძლიათ, ინჯირლიქის კი არა და ამის შესახებ თვით გაბრიელსაც მოვახსენე.“  მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთს ევროკავშირთან და გერმანიასთან არანაირი პრობლემა არ აქვს, რადგან გერმანია, თურქეთისათვის  ტურიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასევე გერმანიაში სამ მილიონზე მეტი წარმოშობით თურქი  ცხოვრობს, მაგრამ დღეს ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები, გერმანიის მხრიდან თურქეთის და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ  რასისტული ქმედებებიდან გამომდინარეა და ამ ყველაფერს  თვით გერმანელი  მინისტრიც აღიარებს.  ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციის დროს ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის გერმანიის მიმართ უსიამოვნო საკითხებიდან ერთ-ერთი სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია პკკ-ს გერმანიაში ჩატარებული ღონისძიებები და ფეტოს წევრების მიმართ თავშესაფრის მიცემაა. თურქმა მინისტრმა ასევე გერმანიის მოქალაქე, დენუზ იუჯელის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „მის მიმართ აღძრული საქმე ჟურნალისტიკას არ შეეხება, არამედ ტერორიზმს. სადაზვერვო სამსახურები ჟურნალისტებს აგენტებად იყენებენ. თუ მათ დააპატიმრებენ „ჟურნალისტი დააპატიმრესო“ მსოფლიოს შეძრავენ. იმ შემთხვევაში თუ იგი ჟურნალისტური საქმიანობისთვისაა დაკავებული თქვან, მაგრამ არა, იგი ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერისათვისაა დაჭერილი რა, ჩვენ, ამ საკითხში ძალიან ფრთხილები ვართ.“ სიგმარ გაბრიელმა კი პრესკონფერენციის დროს განაცხადა: „თურქეთ-გერმანიას შორის ამჟამად დაძაბული პერიოდია. თურქეთი ისეთი ქვეყანაა, რომ გერმანიასთან მრავალ სფეროში კავშირი გააჩნია, ამიტომ თურქი მეცნიერებისთვის და ბიზნესმენებისთვის ვიზების პროცედურები უნდა გამარტივდეს. თურქეთ-ევროკავშირს შორის საბაჟო კავშირი უნდა გამარტივდეს.“  გერმანელი მინისტრი თურქეთის მთავრობას ინჯირლიქის მონახულების მსურველ პარლამენტართა სიას გადასცემს და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მათ მიმართ ჩატარებული მოკვლევის შემდეგ იქნება მიღებული.



მსგავსი ინფორმაციები