ანკარა ბერლინს შორის სატელეფონო კავშირები გრძელდება

ჩავუშოღლი თავის გერმანელ კოლეგასთან ხვალ პირისპირ შეხვედრას გამართავს

685956
ანკარა ბერლინს შორის სატელეფონო კავშირები გრძელდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის გერმანელ კოლეგა ზიგმარ გაბრიელთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მათ შორის გამართული მესამე სატელეფონო საუბარი გახლდათ. ორი ქვეყნის დიპლომატმა სატელეფონო საუბრის დროს თურქი პოლიტიკოსების მხრიდან იქ მცხოვრებ თურქებთან შეხვედრის საკითხები განიხილეს. თურქმა მინისტრმა თავის გერმანელ კოლეგასთან საუბრის დროს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო თურქეთის წუხილი აუწყა. გერმანიამ დღეს,  ქალაქ ჰამბურგში ჩავუშოღლუს სიტყვით გამოსვლის სალონი იმის გამო შეცვალა, რომ თითქოს და იმ სალონში ხანძარსაწინააღმდეგო ზომები არასაკმარისი იყო. მეორეს მხრივ ჩავუშოღლუს მხრიდან სიტყვით გამოსასვლელი სალონი დღეს უნდა დასახელდეს. ორი ქვეყნის მინისტრს შორის ხვალ გერმანიის დედაქალაქ ბერლინში პირისპირ  შეხვედრაც უნდა გაიმართოს.  თურქეთის იუსტიციის და  ეკონომიკის მინისტრების გასულ დღეებში იქ მცხოვრებ თურქებთან შეხვედრების გაუქმების შემდეგ ანკარა-ბერლინს შორის დაძაბულობა წარმოიქმნა.  



მსგავსი ინფორმაციები