ფიქრი იშიკი ბრიუსელი

მინისტრი ფიქრი იშიკი, ხვალ ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შეკრებაზე მონაწილეობის მისაღებად, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელს გაემგზავრება

672226
ფიქრი იშიკი ბრიუსელი

 ეროვნული თავდაცვის მინისტრი ფიქრი იშიკი, ხვალ ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შეკრებაზე მონაწილეობის მისაღებად, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელს გაემგზავრება.

ჩაატარებს რიგ ორმხრივ შეხვედრებსაც.

ნატოს მუდმივ წარმომადგენელთან ბრიფინგის შემდეგ უპ. ყოვლისა შეხვდება ესპანელ კოლეგას მარია დოლორეს კოსპედალ გარჯიას, შემდეგ იტალიის თავდაცვის მინისტრს რობერტა პინოტტის. შეუერთდება ნატოს თავდაცვის მინისტერიალის პირველ სხდომას და სხდომის ფარგლებში შეუერთდება საოჯახო ფოტოსურათის გადაღებას.

შემდეგ, პირისპირ შეხვედრას გამართავს ინგლისის თავდაცვის მინისტრთან მიშელ ფალლონთან.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე სხდომაზე მონაწილეობის შემდეგ,  ჯერ შეხვდება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს ლე დრიანს, შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს ჯეიმს მატტისს.

ფიქრი იშიკი, საღამოს, შეუერთდება ნატოს შტაბ-ბინაში ჩატარებულ საქმიან ვახშამს.

ხუთშაბათს, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მესამე სხდომაზე მონაწილეობის შემდეგ,  შეხვდება საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას. ფიქრი იშიკი ასევე შეუერთდება საქართველოს კომისიის და დეაშთან მებრძოლი კოალიციის  თავდაცვის მინისტრების სხდომას.



მსგავსი ინფორმაციები