სტამბოლში მუშაობა დაასრულა იერუსალიმის პლატფორმამ

“თურქეთი ყოველთვის იდგმება პალესტინელების გვერდით“

620376
სტამბოლში მუშაობა დაასრულა იერუსალიმის პლატფორმამ

წუხელ სტამბოლში იერუსალიმის პლატფორმის და პროცესის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის მონაწილეთათვის გალა ვახშამი გაიმართა, რომელზედაც სიტყვით გამოსულმა თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში დამყარდება სამუდამო მშვიდობა და სტაბილურობა, თუ შეიქმნება დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება.

მისივე თქმით თურქი ხალხი როგორც ყოველთვის, მომავალშიც მოძმე პალესტინელი ხალხის გვერდით იქნება დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საამაყო ბრძოლაში.

“იერუსალიმის უფლებების დაცვა წარსულისა და იდენტურობის დაცვაა, რადგან იერუსალიმთან არის დაკავშირებული მუსლიმანებისათვის წმინდა ისეთი ტერმინები, როგორებიც არის მიღრაჯი (წმინდა მუჰამედის ცად ამაღლება და ალლაჰის წინაშე წარდგომა) და პირველი ყიბლე (ლოცვისას მიმართულების დაჭერა)“, განაცხადა ილდირიმმა და დაამატა, რომ სწორედ ამ ღირებულებების მეხსიერებიდან წაშლის მიზნით, ისრაელი ჯერ ერთი ახალშენების მშენებლობას აგრძელებს იერუსალიმის გარშემო, ხოლო მეორეს მხრივ  ისრაელის დედაქალაქის ტელ ავივიდან იერუსალიმში გადატანას აპირებს, რაზეც რა თქმა უნდა თვალებს არ დახუჭავს ანკარა.

პრემიერის თქმითვე ისრაელ-პალესტინას შორის ყველა პრობლემა მხოლოდ მოლაპარაკებების, დიალოგის და ურთიერთგაგების გზით უნდა მოგვარდეს და ამასთან უნდა დაცულ იქნას კანონი და სამართალი, რათა ბოლო მოეღოს ისრაელის მხრიდან პალესტინელების ჩაგვრა-შევიწროებას, ხოლო ამ საქმეში ლომის წვლილი უნდა შეიტანოს საერთაშორისო საზოგადოებრიობამ.

ილდირიმმა ასევე მიუღებელი უწოდა ისრაელის მთავრობის მხრიდან მეჩეთებში ეზანის ხმამაღლა წაკითხვის აკრძალვას, რადგან იგი ეწინააღმდეგება რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას   



მსგავსი ინფორმაციები