PKK-ს წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს 9 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

შირნაქსა და ბითლისში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს 9 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული, ერთი კი ცოცხალი დააკავეს

605123
PKK-ს წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს 9 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

შირნაქსა და ბითლისში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს 9 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული, ერთი კი ცოცხალი დააკავეს.

შირნაქის რეგიონ ბესტელერ-დერელერში უსაფრთხოების ძალებმა და სოფლის მცველებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც ჯუდის მთის რეგიონში 6, ბესტელერ დერელერის რეგიონში 2 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინეს, ერთი კი ცოცხლად დააკავეს.  

ამასთანავე, ტერორისტების კუთვნილი დიდი რაოდენობით იარაღი, საბრძოლო მასალა, საყოფაცხოვრებო ნივთები და 1535 კილოგრამი ამონიუმის ნიტრატი ამოიღეს.

ბითლისის დაბა ჰიზანში კი ერთი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

ადანას დაბა იურეღირში PKK-ს მომხრეების მიერ ორგანიზებული არასანქცირებული გამოსვლის დაშლის მცდელობის დროს დემონსტრანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.


საკვანძო სიტყვები: #შირნაქი , #ბითლისი , #ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები