თურქეთმა საკონსულო გახსნა მაიამში

თურქეთის უცხოეთის წარმომადგენლობების რაოდენობა 235 გახდა

576498
თურქეთმა საკონსულო გახსნა მაიამში

თურქეთმა რიგით 235-ე დიპლომატიური წარმომადგენლობა, მთავარი საკონსულო გახსნა აშშ-ს ფლორიდის პროვინციის ქალაქ მაიამში.

გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა მაიამის მერმა ქებით მოიხსენია თურქეთის მხრიდან წლების განმავლობაში მილიონობით სირიელი ლტოლვილის შეფარება და აღნიშნა, რომ მაიამიც გამოირჩევა მრავალეთნიკურობით და ყველა ისინი ძმურად და მეგობრულად ცხოვრობენ.

თურქეთის მხრიდან საკონსულოს გახსნის ცერემონიაში საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ მიიღო მონაწილეობა და თქვა, რომ უახლოეს წლებში თურქეთის უცხოეთში მოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობების რაოდენობას 250-მდე გაზრდიან.

ახალი საკონსულოს გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ ჩავუშოღლუ ამ რეგიონში მცხოვრებ თურქებს შეხვდა



მსგავსი ინფორმაციები