“ევფრატის ფარი“ გრძელდება

1 თვე გავიდა ამ ოპერაციის დაწყებიდან

576082
“ევფრატის ფარი“ გრძელდება

თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან 24 აგვისტოს სირიის ჩრდილოეთში DEAŞ-ის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით ევფრატის ფარი გრძელდება და გუშინ თურქეთის ავიაციამ ტერორისტების 12 სამიზნე გაანადგურა.

ამ ერთვიან ოპერაციას თურქი ძალები სირიის თავისუფალი არმიის მონაწილეობით ახორციელებენ და ამ ხნის განმავლობაში დაეშს წაართვეს 6 დასახლება, გუშინ 255 სამიზნეს 989 ჯერ გაუხსნეს ცეცხლი, ხოლო მთლიანობაში ამ 1 თვის განმავლობაში ტერორისტების კუთვნილ 1182 ობიექტს 4696 ნაღმი და რაკეტა ესროლეს.

დეაშისგან განთავისუფლებულ ტერიტორიებზე 26 ნაღმი და 968 ცალი ხელნაკეთი ბომბი გაუვნებელყვეს.

კოალიციის თვითმფრინავებმა გუშინდელი საჰაერო ოპერაციის დროს 40 ტერორისტთან ერთად 1 საცეცხლე წერტი, 2 ბინა და რამდენიმე  დანაღმული ადგილი გაანადგურეს   



მსგავსი ინფორმაციები