ტერ-აქტი ვანში

მზაკვრებმა კვლავ სისხლში გაახვიეს ბაირამი

570062
ტერ-აქტი ვანში

მზაკვრებმა კვლავ სისხლში გაახვიეს ბაირამი

სეპარატისტულმა  ტერ-ორგანიზაციამ, ბაირამის პირველ დღეს, ვანში, ნაღმით დატვირთული მანქანით განახორციელა თავდასხმა. 4 პოლიციელის ჩათვლით, დაშავდა 53 ადამიანი, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. გასაჩერებელზე მდგომი  ნაღმით დატვირთული მანქანა ააფეთქეს ხელისუფალი პარტიის და საგუბერნატოროს შენობებს შორის.

შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით ტერორისტებმა მიზანში ამოიღეს ბაირამის სიმშვიდე და კეთილდღეობა. ვიცე პრემიერმა ვეისი კაინაკმა მწვავედ დაგმო ვანის ტერ-აქტი და აღნიშნა, რომ ასეთ სადღესასწაულო დღეს ჩადენილი დანაშაული კიდევ ერთხელ მეტყველებს რამდენად ველურს და არაადამიანურს წარმოადგენს ტერ-ორგანიზაცია.

განვითარების მინისტრმა ლუთფუ ელვანმა ასე გამოთქვა ტერორისტების გასაგონად თავის რეაქცია:-„თქვენ რაც არ უნდა აკეთოთ, ჯინაზე, ჩვენ ვიტყვით ეროვნული ნება, ვიტყვით სამშობლოს მთლიანობა, ერთიანობა, ჯინაზე გავაგრძელებთ ტერ-ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლას“.



მსგავსი ინფორმაციები