ერდოღანის შეფასება Reuters-ი

ერდოღანმა, ფეტოს ტერ-ორგანიზაციის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ თავისი შეფასება გამოთქვა ინგლისურ სამაუწყებლო სააგენტო Reuters-ში

534799
ერდოღანის შეფასება Reuters-ი

პრეზიდენტის რ.თ ერდოღანის განცხადებით, სამი თვით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას, გააჩნია დამოუკიდებლობისთვის ახალი  ბრძოლის დანიშნულება. ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების უფრო ჯანსაღად მუშაობისთვის გატარებული ღონისძიება. მან მადლობა გადაუხადა ქუჩებში გამოსვლით, თავიანთი მომავლის დამცველ ხალხს.

  ერდოღანმა, ფეტოს ტერ-ორგანიზაციის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ თავისი შეფასება გამოთქვა ინგლისურ სამაუწყებლო სააგენტო Reuters-ში.

აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ პირველად შეიტყო თავის ახლობლისგან. როცა დარწმუნდა სიმართლეში, პრესის და საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით მოუწოდა ხალხს გამოვიდნენ მოედნებზე და  წინ აღუდგნენ მუხანათურ მცდელობას. იმ დროს თვითონ არდადეგებზე იმყოფებოდა. მან მოუთხრო სტამბოლში მეტად სარისკო მოგზაურობის შესახებაც.

სახელმწიფოს თვითმფრინავებით, დაბალ სიმაღლეზე მფრენი ტერორისტების მიუხედავად, ათათურქის აეროპორტიდან მოახდინა მითითებების მიცემა. მეორე დღეს, 16 ივლისს, შუადღისკენ, უკვე მოახერხეს მოვლენების თავიანთ კონტროლში მოქცევა.

ისაუბრა როგორ მოახდინა თურქმა ხალხმა მოედნებზე გამოსვლა და როგორ გადაუდგნენ წინ უშიშრად ტანკებს.

ეს იყო ისტორიაში დაუვიწყარი რამ-თქვა ერდოღანმა და დაამატა, 15 ივლისის ღამეს, უნდა დაებომბათ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის, პრეზიდენტის რეზიდენციის ჩათვლით უშიშროების დეპარტამენტი. ხალხის გმირული შემართების დროს დაიღუპა  246 ადამიანი, დაშავდა 2.185-ზე მეტი.

სათანადო დაზიანება განიცადა სახელმწიფო ეკონომიკამ, მაგრამ გაგრძელდება ინვესტიციების და პროექტების ცხოვრებაში გატარება.
საერთაშორისო ორგანიზაციების გამონათქვამების საპირისპიროდ,
თურქეთს ყველანაირი წესრიგის დაცვით, ახლა ყველაზე მეტად ესაჭიროება ერთობა, სოლიდარობა, ძმობა. მოქალაქეებსაც მოუწოდებს რომელი პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყვნენ, თავიანთი ხმა აღიმაღლონ ამ მზაკვრული ინციდენტის წინააღმდეგ-თქვა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები