მსოფლიო თურქეთს თანადგომას უცხადებს

მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრიც

530739
მსოფლიო თურქეთს თანადგომას უცხადებს

ევროკომისიის თავჯდომარე ჟან კლოდ იუნკერმა, ევროსაბჭოს თავჯდომარე დონალდ ტუსკმა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინმა ევროკავშირის სახელით ოფიციალური განცხადება გაავრცელეს სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებით და მასში აღნიშნეს: თურქეთი ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს. ბრიუსელი მხარს უჭერს თურქეთის მთავრობას, რომელიც დემოკრატიული არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში. ჩვენ მივესალმებით ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის სწრაფ აღდგენას. ჩვენ მომავალშიც ახლოდან დავაკვირდებით  მოვლენების განვითარებას".  მსგავსი განცხადება გაავრცელა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბჟონ იაგლანდმა და აღნიშნა: ევროპის საბჭო იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს, ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, კანონის უზენაესობას და ამიტომ მისთვის მიუღებელია მის წევრ თურქეთში ყველანაირი ძალადობრივი გამოსვლა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Feto-ელების გამოსვლის გამო სიფხიზლისა და სიმშვიდისკენ მოუწოდა ყველას, ხოლო ამასთან ერთად თურქეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებს კონსტიტუციისადმი სრული პატივისცემა მოსთხოვა.  აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ტელეფონით დაუკავშირდა თავის თურქ კოლეგა მევლუტ ჩავუშოღლუს და სრული მხარდაჭერა აღუთქვა დემოკრატიული ფორმით მოსულ თურქეთის ხელისფლებას.  “არმიის მოვალეობაა სახელმწიფოს დაცვა და იგი არ უნდა შეეცადოს ხელისუფლების აღებას“, ხაზგასმულია ბოსნია-ჰერცოგოვინის პრეზიდენტთა საბჭოს თავჯდომარის ბაქირ იზეთბეკოვიჩის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში.  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ იგი მოძმე და მეგობარი თურქეთის ხელისფლების გვერდით დგას და იმედი გამოთქვა, რომ უმოკლეს ხანში ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგება და ცხოვრება კვლავ ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება

გუშინდელ ფაქტს ანგელა მერკელიც გამოეხმაურა და ფეთოს (ფეტჰულლაჰ გულენის მიმდევრები) ტერ ორგანიზაციის გადატრიალების მცდელობის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა: „მთელი გერმანიის მთავრობის სახელით, თურქეთის შეიარაღებული ძალების ერთი ჯგუფის მხრიდან დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობის და პრეზიდენტის წინააღმდეგ ხუნტის განხორციელების მცდელობას მკაცრად ვგმობთ.“

ფაქტს ასევე საბერძნეთის პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასმა, თურქმენეთის პრეზიდენტმა ბერდი მუჰამედოვმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერმინისტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და სომალის, კატარის, ინგლისის, პაკისტანის, ირანის, ლატვიის, ლიტვის, ესპანეთის და სხვა მსოფლიო ქვეყნების ლიდერებმაც გამოეხმაურნენ და თურქეთის მთავრობას თანადგომა გამოუცხადეს.   



მსგავსი ინფორმაციები