ილდირიმი თავის ქურთ და ბულგარელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები

526069
ილდირიმი თავის ქურთ და ბულგარელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა

პრემიერის პრეს სამსახურის ცნობით ბინალი ილდირიმი ტელეფონით დაუკავშირდა ჯერ ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიის პრემიერ ნეჩირვან ბარზანის, შემდეგ კი ბულგარეთის პრემიერ ბოიკო ბორისოვს.

ბარზანისთან განიხილეს DEAŞ-ის და PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის და რეგიონში მშვიდობა-მყუდროების დამყარება-განმტკიცების საკითხები.

ბარზანიმ თურქ კოლეგას მიუსამძიმრა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულების გამო, ხოლო დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ილდირიმი და ბარზანი შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლონ ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში.

ბულგარეთის პრემიერ ბორისოვთან საუბრისას მთავარი ყურადღება ბულგარეთში მცხოვრები თურქების უფლებებს და მათ სოციალურ-კულტურულ მდგომარეობას დაეთმო და აღინიშნა, რომ ამ საკითხებისადმი კეთილი მიდგომა დადებითად იმოქმედებს ორი მეზობელი ქვეყნის ყველანაირ ურთიერთობებზე.

ბორისოვმა ყველანაირი მხარდაჭერა აღუთქვა ანკარას ანტიტერორისტულ ბრძოლაში, აღნიშნულია პრემიერის პრეს სამსახურის განცხადებაში   



მსგავსი ინფორმაციები