ილდირიმმა დადებითი შეფასება მისცა ისრაელთან შერიგებას

ისრაელმა შეასრულა ანკარის მოთხოვნები

519313
ილდირიმმა დადებითი შეფასება მისცა ისრაელთან შერიგებას

პრემიერ ილდირიმის განცხადებით ისრაელ-თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რაც უახლოეს დღეებში მემორანდუმის გაფორმებით დასრულდება, პირველი ჰუმანიტარული გემი პალესტინელებისათვის თურქეთიდან პარასკევს გავა და ისრაელის საპორტო ქალაქ აშდოდში ჩავა რა, 10 ათას ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს ჩაიტანს ღაზელებისათვის.

მისივე თქმით მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის იმიტომ გაიწელა, რომ ვერ რიგდებოდნენ ღაზისათვის ბლოკადის მოხსნის საკითხში და ბოლოს ამაშიც მიაღწიეს კონსენსუსს.

“ისრაელმა შეასრულა ანკარის მოთხოვნები და მავი მარმარას ჰუმანიტარულ გემზე დაღუპული აქტივისტების ოჯახებს მთლიანობაში 20 მილიონი დოლარის კომპენსაციას გადაუხდის, ამის პარალელურად თურქეთის მასობრივი ბინათმშენებლობის დეპარტამენტი ღაზაში საცხოვრებელი სახლების პროექტს განახორციელებს, ხოლო თურქეთის სავაჭრო პალატათა და ბირჟათა პალატა კი ქალაქ ჯენინის მახლობელ ერეზში სამრეწველო ზონას გააშენებს“, განაცხადა ილდირიმმა და დაამატა, რომ რაც ყველაზე მთავარია, ისრაელი ოფიციალურ ბოდიშს მოუხდის თურქეთს.

იტალიის დედაქალაქ რომში მყოფი ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს თქმით კი ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაცია უაღრესად მნიშვნელოვანია ანკარისთვისაც და ტელავივისთვისაც  რა, დიდ ზეგავლენას მოახდენს ორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის შენარჩუნებაშიც. მისივე თქმით ანკარა-ტელ ავივის შერიგება ხელს შეუწყობს ასევე ისრაელის ბუნებრივი გაზის თურქეთზე ტრანზიტით ევროპაში ტრანსპორტირებას  



მსგავსი ინფორმაციები