კალინმაც დაგმო ბუნდესტაგის ქმედება

“რატომ ამბობენ უარს სომხები საერთაშორისო კომისიის შექმნაზე“

503419
კალინმაც დაგმო ბუნდესტაგის ქმედება

თურქეთის პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა შეფასება მისცა რა გერმანიის პარლამენტის მიერ სომხური გენოციდის აღიარებას, თქვა, რომ ამით ბუნდესტაგმა დიდი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა გამოიჩინა, 1915 წლის მოვლენები მიზეზად გაიხადა, რათა თურქეთზე და მის ლიდერებზე ზეწოლა გაეძლიერებინა, მაგრამ, იგი ტყუილად ირჯება, რადგან, არც თურქი ხალხი და არც მისი ლიდერები ქედს არავის მოუხრიან.

“რაც შეეხება 1915 წლის მოვლენებს, ეს არის წმინდა წყლის სიცრუე და მოვლენების ასეთი ხედვა აწყობთ იმპერიალისტებს. თურქეთი მზად არის დაიცვას თავისი წარსული, თანაც მტკიცებულებებით და არა ცარიელი სიტყვებით“, განაცხადა კალინმა და დაამატა, რომ ამით გერმანელები ხოლოკოსტის მიჩქმალვას ცდილობენ.

მისივე თქმით მკაცრად გმობენ ბუნდესტაგის ამ დადგენილებას, რომელსაც ფაქტიურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ანკარისათვის და იგი მხოლოდ ორი მოკავშირე ქვეყნის კეთილ მეგობრულ ურთიერთობებს დააზარალებს.

“ჩვენმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2005 წელს წამოაყენა ინიციატივა 1915 წლის მოვლენების გარკვევის მიზნით საერთაშორისო კომისიის შექმნისა, მაგრამ, იმის გამო რომ სომეხთა სიცრუე გამოაშკარავდება, ამიტომაც არც ერევანი და არც მისი მხარდამჭერი დასავლეთი უარს ამბობს ამ კომისიის შექმნაზე“, ხაზი გაუსვა კალინმა  



მსგავსი ინფორმაციები