თურქეთი თავდაცვის სფეროს აძლიერებს

თურქეთი თავდაცვის სფეროს აძლიერებს

481697
თურქეთი თავდაცვის სფეროს აძლიერებს

თურქეთის პრეზედენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ სტამბოლში თუზლას გემთმშენებელ ქარხანაში მრავალდარგოვანი სადესანტო ხომალდის „ანადოლუ“-ს მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრო. ერდოღანმა იქ სიტყვით გამოსვლისას თურქეთის  საზღვარგარეთ უფრო ეფექტურად ყოფნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნის მიმართ მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯების წინააღმდეგ, მეორეს მხრივ საერთაშორისო არენაზე უფრო ეფექტურად ყოფნისათვის მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ანუ  მრავალდარგოვანი სადესანტო ხომალდის „ანადოლუ“-ს მშენებლობა დაგვიანებით იქნა დაწყებული, ვინაიდან ჩვენმა ერმა საკუთარი პრობლემები თვითონ უნდა გადაჭრას, სხვა გზა არ არსებობს.“ პრეზიდენტმა სევე  თავდაცვის სფეროში მრავალი სხვა პროექტების განხორციელების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების ცდების წარმატებად დასრულებისათვის კმაყოფილება გამოთქვა. მან ასევე ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებთან ერთად სირიაში და სხვა მეზობელ ქვეყნებში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა თურქეთმა საკუთარი თავის დამოუკიდებლად დასაცავად ყველაფერი გააკეთოს.  



მსგავსი ინფორმაციები